ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჩორჩანას საქმეზე კახიშვილი, ტაბატაძე და ხოჯევანიშვილი გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მოწმეების სახით კახა კახიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და გიორგი ხოჯევანიშვილი გამოკითხეს.

ჩორჩანას საქმეზე კახიშვილი, ტაბატაძე და ხოჯევანიშვილი გამოკითხეს
ჩორჩანას საქმეზე კახიშვილი, ტაბატაძე და ხოჯევანიშვილი გამოკითხესტაბულა

23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მოწმეების სახით გამოკითხეს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარები კახიშვილმა და ხოჯევანიშვილმა გააკეთეს, სუს-ის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ და ქართული ოცნების მოქმედმა დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ კი ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

"კითხვა ეხებოდა იმას, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კორესპონდენცია შემოსული იყო თუ არა მაშინ, როცა მე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ შემოსულა - იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად შემოდიოდა, მაშინდელ პრემიერმინისტრთან ჩემი მეშვეობით ადიოდა, მე ვსწავლობდი, ვახსენებდი". - თქვა კახიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილა განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია.

"ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიმიცია. ამ საკითხზე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციასაც ვფლობდი, სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე. [საგუშაგოს განთავსებაზე] წინასწარ მსგავსი ინფორმაცია მე არც უნდა მქონოდა. იმიტომ, რომ ეს პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება იყო და შესაბამისად, მე იმ ორგანოს არ წარმოვადგენდი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა". - თქვა ხოჯევანიშვილმა.

საქმეზე მომდევნო სხდომა 25 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის "ფეიკ რუკით" ცდილობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კითხვა ეხებოდა იმას, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კორესპონდენცია შემოსული იყო თუ არა მაშინ, როცა მე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ შემოსულა - იმიტომ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში განსახილველად შემოდიოდა, მაშინდელ პრემიერმინისტრთან ჩემი მეშვეობით ადიოდა, მე ვსწავლობდი, ვახსენებდი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიმიცია. ამ საკითხზე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციასაც ვფლობდი, სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე. [საგუშაგოს განთავსებაზე] წინასწარ მსგავსი ინფორმაცია მე არც უნდა მქონოდა. იმიტომ, რომ ეს პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება იყო და შესაბამისად, მე იმ ორგანოს არ წარმოვადგენდი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.