ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება

საქართველოს რკინიგზა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ზედა ეშელონებში სახელმწიფო უწყებები და საწარმოები კორუფციისგან გათავისუფლდა, ხოლო ქვედა დონეზე ბრძოლა კვლავ გაგრძელდება.

ირაკლი კობახიძე: წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე: წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდებარუსთავი 2

წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.

„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და 5 თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი.

მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში“.

1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გავათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: იყო რამდენიმეწლიანი მონაკვეთი, როდესაც კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ხედავდა პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა - კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: როცა კორუფციის მიმართულებით პრობლემებმა იჩინა თავი, გაკეთდა მკაფიო მინიშნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ხედავდა პრობლემებს, მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. კორუფცია აღმოფხვრილია ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში
  3. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება
  4. ტაბულაოპოზიციურიკობახიძე: იყო დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი, როდესაც თავი იჩინა კორუფციულმა პრობლემებმა
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება
  6. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე ირწმუნება, რომ კორუფცია "ზედა ეშელონებში" მხოლოდ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ პატარა აგრარული ბიზნესი მოიწყო „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, ბახტაძის, კვირიკაშვილის პერიოდში არ იყო არავითარი კორუფციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები