პრემიერი: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული პრინციპული პრობლემების დასაძლევად წელიწადი და ხუთი თვე დასჭირდა. მისი თქმით, დღეს თუ ვინმე კორუფციულ ფაქტს აჩვენებს მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნება.

როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რთულია დეტალებში ჩახედვა, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში.
„როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში. დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება, ამას პირადად გპირდებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნება
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – პრემიერის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა რთულია, როდესაც სუს-ის უფროსი, შეიძლება, თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში, დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ ფაქტს, მყისიერი იქნება რეაგირება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…