პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმერ პუტინი - დსთ-ს კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერები მოიხსნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქმენეთში, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ თანამეგობრობას მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერები მოიხსნება.

ვლადიმერ პუტინი - დსთ-ს კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერები მოიხსნება
ინტერპრესნიუსი

დსთ-ს გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია, თუ სავაჭრო ბარიერების მოხსნის გზას დაადგება. ზოგიერთი ეროვნული შეზღუდვა მხოლოდ აფერხებს თანამეგობრობის ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქმენეთში, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

„შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო სწრაფად წინსვლა? ალბათ, შესაძლებელია. ამისათვის რა უნდა გავაკეთოთ? ბარიერები უნდა მოვხსნათ“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა. მისი თქმით, დსთ-ს ფორმატმა თანამეგობრობის ქვეყნებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები.

პუტინის განცხადებით, ეკონომიკა იყო და რჩება თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ. „დსთ-ს ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას ინარჩუნებენ ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. რა თქმა უნდა, სასურველია კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ამ სფეროში”, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, დსთ-ს ქვეყნების ლიდერების შეხვედრა თურქმენეთში მიმდინარეობს, სადაც პუტინი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დაესწრება კასპიის გარემოსდაცვითი სამიტსაც, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვლადიმერ პუტინი მასუდ პეზეშკიანს - ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები