ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ვლადიმერ პუტინი მასუდ პეზეშკიანს - ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

ვლადიმერ პუტინი მასუდ პეზეშკიანს - ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არის
ვლადიმერ პუტინი მასუდ პეზეშკიანს - ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არისინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან ორმხრივი ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი რეგიონში არსებული ვითარებაა. ვიცით, რომ ირანი რეალურად ცდილობს დაასრულოს კონფლიქტი, რომლის რეგიონში დაწყებაც მისი ბრალი არ არის”, - აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანელი კოლეგა დაარწმუნა, რომ მოსკოვი მზადაა ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მოგვარებაში თეირანის დასახმარებლად. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, პუტინის თქმით, ის წარმატებით ვითარდება და ძლიერდება ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

ამასთან, მასუდ პეზეშკიანის ოფისმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ვაჭრობა. რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა თურქმენეთში გაიმართა. ვლადიმერ პუტინი იქ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების საბჭოსა და კასპიის ზღვის გარემოსდაცვით სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.