ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მედია: ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს, თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრა არ მომხდარა.

მედია: ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს
მედია: ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართესრუსთავი 2

"კომერსანტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულია დახურული შეხვედრა, კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ გაიმართა.

როგორც "კომერსანტი" წერს, შეხვედრა წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ის გაფართოებული სამიტის დახურულ ნაწილში პუტინმა ცალ-ცალკე განიხილა საკითხები ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.

"მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის დასრულებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესახვედრად დაელოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თურქმენეთში არ გამართულა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.