ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეს-მა თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევისა და რეგისტრაციის არქონის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სეს-მა თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერაალია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა – ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი აქვეყნებს:

,,თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში – შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო ასევე სურსათის ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

განმეორებითი დარღვევებისა და რეგისტრაციის არქონის გამო გამო დაჯარიმდა შპს „რ ნ ა ენთერფრაისიც“ (მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N2). ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისსა და თელავში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები