სეს-მა თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა – განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. დედაქალაქში შპს „არქეი რესთორანთს“ განმეორებითი დარღვევებისთვის 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ბაღდათში ყველის არალეგალური წარმოების ფაქტი გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგანტო ინფორმაციას აქვეყნებს:
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა:
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა დედაქალაქსა და იმერეთის რეგიონში.
სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეამოწმეს:
შპს “არქეი რესთორანთ” 02 (ს/კ 432554684; მის: თბილისი, ვაჟა- ფშაველას 6). რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი.
ინდ. მეწარმე მ. შ. (მის. ბაღდათი, სოფ. დიდველა 1- ლი ქ. #150) ყველს აწარმოებდა არალეგალურად, რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე; იმერეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა და საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…