ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების, მათ შორის ვადაგასული პროდუქციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორები დააჯარიმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაიმედინიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა კახეთში, მცხეთა-მთაინეთსა და თბილისში ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სიღნაღში, სოფელ ზემო ბოდბეში გამოავლინეს ფიზიკური პირის გ. მ-ის კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო, რომელიც საქმიანობდა სააგენტოს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე; ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანიობისათვის დაჯარიმდა მცირე მეწარმე ვ. ა.

მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად მარკეტ „მაშ 2025“-ში (მისამართი: ქ. მცხეთა, გამსახურდიას ქ. N23) გამოვლინდა სარეალიზაციოდ განთავსებული ვადაგასული სურსათი. ამასთან, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჯ.-ის კუთვნილ უზბეკურ რესტორანში (მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N16), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, სურსათის ეტიკეტირების წესი.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გონიოში ხორცპროდუქტების მწარმოებელს სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები