ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისსა და თელავში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული დარღვევებისა და ვადაგასული პროდუქციის გამო თბილისსა და თელავში მოქმედ კაფე-ბარებს, ხორცის ობიექტსა და მარკეტს საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

თბილისსა და თელავში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისსა და თელავში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდარუსთავი 2

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეუსაბამობების გამო კაფე-ბარებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. გეგმური ინსპექტირება ჩატარდა შპს ვერაზე (ს/კ: 404622164, მის: ზანდუკელის N17), სადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.

სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა კაფე-ბარში (შპს ოდა 2025, ს/კ 405768414, მის: ფერმწერთა 33/ავთო ვარაზის 41), სადაც დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის განმეორებით დარღვევის ფაქტი და კრიტიკული შეუსაბამობა; დოკუმენტური შემოწმებისას ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (შპს ლივია 2026, ს/კ 431957885, მის: ვარკეთილი, კალაუბნის 16) დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევის და ვადაგასული სურსათის განთავსების ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას მარკეტში (ინდივიდუალური მეწარმე, მის: ქალაქი თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N43), სადაც მზა კერძებსაც აწარმოებდნენ, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები განმეორებით, 1 წლის განმავლობაში, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, ასევე, ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი (მზა კერძების წარმოება და რეალიზაცია), ხოლო ვადაგასული სურსათი დაილუქა შემდგომი განადგურების მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები