ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევებისა და რეგისტრაციის არქონის გამო შპს "ფლოვ თბილისს" და შპს "რ ნ ა ენთერფრაისს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სწრაფი კვების ობიექტში - შპს "ფლოვ თბილისი" (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო ასევე სურსათის ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

განმეორებითი დარღვევებისა და რეგისტრაციის არქონის გამო გამო დაჯარიმდა შპს "რ ნ ა ენთერფრაისიც" (მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N2). ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები.

"კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

მომხმარებელს კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თბილისსა და თელავში რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები