ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება

ბელგიაში, კერძოდ ლიეჟში, განათლების რეფორმის წინააღმდეგ მიმართული მოსწავლეთა პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 16 პირი დააკავეს. დემონსტრაციები, რომლებიც ფინანსურ შეზღუდვებსა და საგანმანათლებლო რეფორმას აპროტესტებენ, ქვეყნის ფრანგულენოვან რეგიონებში რამდენიმე თვეა გრძელდება.

ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება
ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდებარუსთავი 2

ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოსწავლეთა პროტესტი გრძელდება. ლიეჟში გამართულ აქციაზე, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, 16 პირი დააკავეს. დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე სკოლის შესასვლელი დაბლოკეს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილის ჩანთებში მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად საჭირო მასალები აღმოაჩინეს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და ცეცხლი წაუკიდეს ურნებს.

დაძაბული ვითარება იყო მონსსა და შარლერუაშიც. ქვეყნის ფრანგულენოვან რეგიონებში დემონსტრაციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ახალგაზრდები მთავრობის მიერ ინიცირებულ ფინანსურ შეზღუდვებსა და საგანმანათლებლო რეფორმას აპროტესტებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ისევ შეტაკებებია - მასობრივი სტუდენტური პროტესტია ბელგიაშიც, ქალაქ ლიეჟში აქციების ფონზე სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები