განათლების პოლიტიკას ბელგიაშიც აპროტესტებენ - ქალაქ ლიეჟსა და არლონში, დემონსტრანტების მიერ სკოლების ბლოკირებას პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა
ბელგიის ქალაქებში, ლიეჟსა და არლონში, განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს სკოლების ბლოკირებას პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, დაკავებულია 50-ზე მეტი პირი და დაშავებულია 20-ზე მეტი პოლიციელი.

განათლების პოლიტიკას საფრანგეთის მსგავსად ბელგიაშიც აპროტესტებენ. ქალაქ ლიეჟსა და არლონში, დემონსტრანტების მიერ სკოლების ბლოკირებას პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.
დემონსტრანტებმა ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც, არასრულწლოვანია. დაპირისპირებისას 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…