პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციები გრძელდება, ბლოკირებულია 500-ზე მეტი სკოლა. ქალაქ ლენსში პოლიციასთან დაპირისპირებისას 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა. პროტესტმა ბელგიაშიც გადაინაცვლა, სადაც სტუდენტები სოციალურ და განათლების რეფორმებს აპროტესტებენ.

საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა
საფრანგეთში, მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგაიმედინიუსი

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების საპროტესტო აქციები დღესაც გრძელდება. ბლოკირებულია 500-ზე მეტი სკოლა.

დილიდან ქვეყნის რამდენიმე ქალაქში პროტესტი უფროსკლასელებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

ქალაქ ლენსში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებისას 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა. ოფიციალური პირების ცნობით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის საავადმყოფოში „ძალიან სწრაფად“ გადაიყვანეს.

საპროტესტო ტალღამ ბელგიაშიც გადაინაცვლა - ქალაქ ლიეჟში ქუჩაში გამოსულმა სტუდენტებმა ფრანგ მოსწავლეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი ბელგიაში დაწყებულ სოციალურ და განათლების რეფორმებს აპროტესტებენ. ბელგიელი სტუდენტების წინააღმდეგ შეტაკებისას პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა - მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მოსწავლეების მიმართ ძალადობა აშკარაა, მედია პოლიციის სისასტიკეზე საკმარისად არ საუბრობს" - საფრანგეთის აქციების მონაწილე, 17 წლის მოსწავლე
  3. რუსთავი 2სამთავრობო200-ზე მეტი დაშავებული და 5 000-ზე მეტი დაკავებული - საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება. „იმედის კვირის“ რეპორტაჟიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები