ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზახაროვა: საქართველოსთან ჩვენი მჭიდრო კავშირები არარეგიონულ მოთამაშეებს ყელში ეჩხირებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირები რეგიონის მიღმა მყოფ მოთამაშეებს აფრთხობს. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს საქართველო რუსოფობიურ ავანტიურებში ჩაითრიოს, თუმცა თბილისი ამას ეწინააღმდეგება.

ზახაროვა: საქართველოსთან ჩვენი მჭიდრო კავშირები არარეგიონულ მოთამაშეებს ყელში ეჩხირებათ
ზახაროვა: საქართველოსთან ჩვენი მჭიდრო კავშირები არარეგიონულ მოთამაშეებს ყელში ეჩხირებათტაბულა

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს პოზიციას.

საქართველოსთან უმჭიდროესი კავშირები გვაქვს. გვაქვს საერთო ისტორია, რელიგია და ტრადიციები. ჩვენ გვაერთიანებს ოჯახური კავშირები და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა.

მართლაც, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა ჩასული, ხოლო ჩვენი ვრცელი ბაზარი ქართული ექსპორტის ძირითადი მიმართულებაა. ეს ასევე გადამწყვეტი ფაქტორია.

ჩვენ მზად ვართ, შემდგომშიც განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები და განვამტკიცოთ მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის.

შეუძლებელია, უყურადღებოდ დავტოვოთ, რომ არსებული ვითარება ყელში ძვალივით ეჩხირება რეგიონის მიღმა მყოფ ბევრ ისეთ მოთამაშეს, რომლებიც ცდილობენ, საქართველო სახიფათო, რუსოფობიურ ავანტიურებში ჩაითრიონ.

ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ მკაფიოდ და ლაკონიურად თქვა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის. არ აპირებენ, თავად იმოქმედონ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი თავის საზიანოდ.

ჩვენ გაგებით ვეკიდებით რესპუბლიკის მცდელობებს, აღკვეთოს ან ბარიერები აღუმართოს გარედან მომდინარე ამ დესტრუქციულ გავლენებს და, ამავდროულად, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს უცხოელ პარტნიორებთან. ეს სრულად შეესაბამება სუვერენიტეტის კონცეფციას: დესტრუქციული გავლენების აღკვეთას, რომლებიც მიზნად ისახავს არა დახმარებას, არამედ ისეთი ნების თავსმოხვევას, რაც დამანგრეველ პროცესებს იწვევს. და ამავდროულად, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგისთვის მზადყოფნის შენარჩუნებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარია ზახაროვა – ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები