ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზახაროვას მტკიცებით, "რეგიონის გარე მოთამაშეები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარე მოთამაშეები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ. მისი თქმით, თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის. ზახაროვამ ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში მიღწეულ პროგრესზე.

ზახაროვას მტკიცებით, "რეგიონის გარე მოთამაშეები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ"
ზახაროვას მტკიცებით, "რეგიონის გარე მოთამაშეები საქართველოს რუსოფობიურ ავანტიურებში ჩათრევას ცდილობენ"TV პირველი

"მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, რეგიონის გარე მოთამაშეები ცდილობენ, საქართველო სახიფათო რუსოფობიურ ავანტიურებში ჩაითრიონ" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

ზახაროვას თქმით, ეს ძალები მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ ვითარებას უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამენ. უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ "ასეთი სცენარები ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის".

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ვითარება, რომელიც იქმნება, უბრალოდ, როგორც ყელში გაჩხირული ძვალია რეგიონის გარე მოთამაშეებისთვის, რომლებიც რუსოფობიური ხასიათის სახიფათო ავანტიურებში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.

მგონი, თბილისმა არაერთხელ ძალიან მკაფიოდ და ფართოდ თქვა, რომ ეს არ შედის ქართველი ხალხის გეგმებში - [არ აპირებენ] თავად იმოქმედონ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი თავის საზიანოდ.

გაგებით ვეპყრობით რესპუბლიკის მცდელობებს, დააყენონ გარკვეული ბლოკი, ააშენონ გარკვეული შეფერხება გარედან ამ დესტრუქციული გავლენების წინააღმდეგ და ამავდროულად, იმოქმედონ თანასწორუფლებიან და ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე გარე პარტნიორებთან. ანუ ეს, ჩემი აზრით, შეესაბამება “სუვერენიტეტის” განმარტებას - როდესაც არ უშვებ ასეთ გამანადგურებელ გავლენებს, რომელთა მიზანიც არის კი არ დაგეხმარონ, არამედ უბრალოდ გიკარნახონ საკუთარი ნება, განსაკუთრებით კი ნება, რომელიც დესტრუქციული პროცესებისადმი მიდის”, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ზახაროვა ამბობს, რომ "მოსკოვი მზად არის მომავალშიც განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები და განამტკიცოს მეგობრობა ორ ქვეყანას შორის".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუარესების გამო, რეგიონის გარე მოთამაშეები ცდილობენ, საქართველო სახიფათო რუსოფობიურ ავანტიურებში ჩაითრიონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ასეთი სცენარები ქართველი ხალხის გეგმებში არ შედის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მოსკოვი მზად არის მომავალშიც განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები და განამტკიცოს მეგობრობა ორ ქვეყანას შორის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.