პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ქუთაისში "თუმოს" სასწავლო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ბანკი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში "თუმოს" სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც 1500-ზე მეტი ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. ცენტრი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა და იგი მოზარდებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კრეატიული მიმართულებებით განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ქუთაისში "თუმოს" სასწავლო ცენტრი გაიხსნა
რუსთავი 2

პროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ახალგაზრდებს დღეიდან განათლების მიღება, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსებულ "თუმოს" სასწავლო ცენტრში შეუძლიათ. სხვადასხვა პროგრამაში 1500-ზე მეტი ახალგარდა უკვე დარეგისტრირდა. ცენტრი ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გახსნა.

"თუმო" საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. საქართველოში პირველი ცენტრი "საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით დაარსდა. "თუმო" მოზარდებს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს.

საგანმანათლებლო პროგრამა, 12 დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან სექტორებს მოიცავს. საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრეატიულ მიმართულებებზე. ცენტრის გახსნას დღეს "თუმოს" დამფუძნებელი და განვითარების დირექტორი ესწრებოდა.

"თუმო" ახალგზარდებს აძლევს შანსს განავითარონ ტექნიკურ, შემოქმედებით და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული უნარები. განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე აკეთებს აქცენტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც "თუმო" განთავსდა, 24 ივლისს გაიხსნა.

მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები