ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა. ახალ სივრცეში მოეწყო სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, არქივი და საგამოცდო სივრცე.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნარუსთავი 2

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი შენობის მეოთხე სართულზე განთავსდა. ფართი საქპატენტს 2024 წელს გადაეცა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოეწყო სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, არქივი და საგამოცდო სივრცე.

ცენტრის გახსნა ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივის ნაწილია. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, აბსოლუტურად პასუხობს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც საჭიროა შესაბამისი მიმართულების პროფესიონალების მოსამზადებლად. ეს არის ის სფერო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ვითარდება საქართველოში და "საქპატენტი", როგორც მთავარი გამტარებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, ძალიან მაღალ დონეზე ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და გადაიდგა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები, რამაც "საქპატენტს" არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი რეპუტაციული იმიჯი შეუქმნა და ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ საქართველო გამოირჩევა იმ მიღწევებით, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. სასწავლო ცენტრი კი მოემსახურება იმ შესაძლებლობებს, რომ მომავალი კადრების პროფესიონალების აღზრდა იყოს შესაძლებელი,"- აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასწავლო ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, აბსოლუტურად პასუხობს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც საჭიროა შესაბამისი მიმართულების პროფესიონალების მოსამზადებლად. ეს არის ის სფერო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ვითარდება საქართველოში და "საქპატენტი", როგორც მთავარი გამტარებელი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, ძალიან მაღალ დონეზე ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. გატარდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და გადაიდგა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები, რამაც "საქპატენტს" არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი რეპუტაციული იმიჯი შეუქმნა და ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ საქართველო გამოირჩევა იმ მიღწევებით, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. სასწავლო ცენტრი კი მოემსახურება იმ შესაძლებლობებს, რომ მომავალი კადრების პროფესიონალების აღზრდა იყოს შესაძლებელი,“
გივი მიქანაძე
„არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზე ძალიან მაღალი რეპუტაციული იმიჯი შეუქმნა და ეს მისასალმებელია, იმიტომ, რომ საქართველო გამოირჩევა იმ მიღწევებით, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. სასწავლო ცენტრი კი მოემსახურება იმ შესაძლებლობებს, რომ მომავალი კადრების პროფესიონალების აღზრდა იყოს შესაძლებელი,“
გივი მიქანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სოსო გიორგაძემ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაციას უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები