პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა

ეკონომიკის სამინისტრო
მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში „თუმო ქუთაისის“ ცენტრი ოფიციალურად გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პროცესს გაეცნო და პირველი ნაკადის მოსწავლეებს შეხვდა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დაიწყეს სწავლა.

„თუმოს“ ცენტრი საქართველოში ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. საწყის ეტაპზე კურსს 600 ახალგაზრდა უკვე შეუერთდა. პროგრამა ორიენტირებულია 12-18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და მოიცავს მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის – პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს. სწავლების მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

„თუმო ქუთაისში“ სწავლა სრულად დაფინანსებულია, რაც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროგრამირება, რობოტიკა, ანიმაციები, სამი დე მოდელირება, ფოტოგრაფია, მუსიკა, ხატვა, ხელოვნური ინტელექტი - ქუთაისში "თუმოს" სასწავლო ცენტრი გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები