ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

ქუთაისში TUMO-ს სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ცენტრი ხელს შეუწყობს რეგიონის ახალგაზრდების ტექნოლოგიურ და კრეატიულ განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვისრუსთავი 2

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის“, - განცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO-ს ცენტრის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი ბავშვების დიდ ინტერესს გაუსვა, რაზეც მისი თქმით, მეტყველებს ის, რომ

ცენტრის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებზე უკვე 1550-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.

"ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის ახალგაზრდებს ციფრული, ტექნოლოგიური და კრეატიული მიმართულებებით განვითარებაში ეხმარება. ის საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო მოდელს წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკვე საქართველოშიც, ქუთაისის ტექნო ჰაბში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ძალიან საინტერესო კლასებია, როგორიცაა ფოტოგრაფიის, დიზაინის, რობოტიკის და სხვა მიმართულებები, მათ შორის მუსიკალური და ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ასეთ დიდ ინტერესს ბავშვების მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ TUMO-ს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თავისი წვლილი შეიტანოს აღნიშნული სექტორის განვითარებაში. ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ განავითარონ მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ქუთაისის ტექნოლოგიური ცენტრი სწორედ ამ მთავარ ღირებულებას ატარებს - ჩვენ გავაერთიანეთ ტექნოლოგიების მიმართულება სხვადასხვა კუთხით და მათ შორის შემოვიტანეთ სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტი, რაც დაეხმარება, პირველ რიგში, იმერეთის რეგიონში მყოფ ბავშვებს და მოსწავლეებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.