პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნო ჰაბში TUMO-ს ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უნიკალური გარემო შექმნა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
რუსთავი 2

"ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, ტექ, IT სექტორი წარმოადგენს ამ მიმართულების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის ტექნო ჰაბში TUMO-ს სასწავლო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით გაწეულ სამუშაოზე გააკეთა აქცენტი.

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. დღეს ჩვენ 200-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია გვყავს ქვეყანაში, რომლებიც ავითარებენ, მუშაობენ საერთაშორისო პროექტებზე და რეალურად წარმოაჩინეს, საქართველო გააჩინეს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე და ამ სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 10%-ს მიუახლოვდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობა და მიზიდულობა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა , რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად აქვს გარკვეული ახალი ინიციატივები, როგორც საგადასახადო, ასევე სხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. მისი თქმით, დღეს ქუთაისის ტექნო ჰაბში საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

"ამ ძალიან მნიშვნელოვან ბაზარზე დღევანდელი შეხვედრაც მიეძღვნა, ერთი მხრივ, გარკვეულ შეჯამებას სექტორის განვითარების თვალსაზრისით და იმ გამოწვევებს, იმ უპირატესობებს, რაც ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად კიდევ უფრო წარმოვაჩინოთ მსოფლიო ბაზარზე. ვფიქრობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არის ის საფუძველი, რომელმაც შექმნა ეს წარმატებული დარგი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მთავრობამ შექმნა უნიკალური გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციასთან შეხვედრა მიეძღვნა იმ უპირატესობებს, რაც შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ბაზარზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სინგაპურულ კომპანიებთან ძალიან დიდი თანამშრომლობის პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები