ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცრუობს პენიტენციური სამსახური – ადვოკატი ჯუბა ქათამაძე

იუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ უწყება ცრუობს. ადვოკატის თქმით, მას არ მისცეს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების ციხიდან გამოტანის უფლება, რაც საიამაც გაასაჯაროვა.

ცრუობს პენიტენციური სამსახური – ადვოკატი ჯუბა ქათამაძე
ცრუობს პენიტენციური სამსახური – ადვოკატი ჯუბა ქათამაძენეტგაზეთი

ადვოკატი ჯუბა ქათამაძე პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უწყება ცრუობს. ის პენიტენციურს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ, მინიმუმ არ წაშალონ ვიდეო კამერის ჩანაწერები, რომლებზეც შეხვედრაა ასახული.

7 ოქტომბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები.

პენიტენციურმა კი დღევანდელ განცხადებაში განმარტა, როდის ეცნობა უწყების თანამშრომელი კორესპონდენციის შინაარსს.

„ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა.

სივრცეში სადაც მოვლენები ვითარდებოდა დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ. მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემ მიერ მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირება, მათზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, რომლის შეზღუდვაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებული პირის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას“, – დაწერა ქათამაძემ.

იხილეთ ასევე:

პენიტენციური საიას პასუხობს და განმარტავს, როდის ეცნობა ციხის თანამშრომელი კორესპონდენციის შინაარსს

ადვოკატს უფლება არ მისცეს, ციხიდან გამოეტანა გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები – საია

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა. სივრცეში სადაც მოვლენები ვითარდებოდა დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ. მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემ მიერ მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირება, მათზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, რომლის შეზღუდვაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებული პირის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პენიტენციური საიას პასუხობს და განმარტავს, როდის ეცნობა ციხის თანამშრომელი კორესპონდენციის შინაარსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები