ირაკლი ნადირაძე: რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ
პატიმრობაში მყოფი ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არ განიხილავს. ამასთან, „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ: ზოდელავამ და ბერიძემ საპროცესო შეთანხმება ითხოვეს, ხოლო სხვები პირობებზე საუბრობენ.

"4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის" წევრი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არც შეწყალებას სთხოვს და მასთან არც საპროცესო შეთანხმებას განიხილავს.
"ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ: ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!
უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია!", - წერს ნადირაძე.
"4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის" ხუთივე წევრს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მათგან ორმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. პაატა ბურჭულაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესო შეთანხმებაზე იფიქრებს მას შემდეგ, რაც "ყველა პოლიტპატიმარს მიეცმა თავისუფლების შანსი". პაატა მანჯგალაძის თქმით კი, "ვერ მოვინანიებ ვერც სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა".
ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - პროკურატურა
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ვერ მოვინანიებ ვერც სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა“
„ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ: ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე! უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…