“შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ!” – ირაკლი ნადირაძე
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა და ენმ-ის ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ შეწყალების თხოვნას არ განიხილავს და ბრძოლას განაგრძობს.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსი, ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე წერილს ავრცელებს და წერს:
მეგობრებო, როგორ ხართ? ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:
ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!
უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!
ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა. ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…