"სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტარის ისტორიაში" - არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები და მიღებული რეზოლუცია შეაფასა და განაცხადა, რომ მას ფასი არ გააჩნია. მისი თქმით, დებატებზე მუქარები გაჟღერდა და რეზოლუცია პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურება.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რეზოლუციას, რომელიც დებატების შემდეგ მიიღეს, არანაირი ფასი არ გააჩნია.
"მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, რომ მას ორი უკურნებელი სენი ჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციების ფასი იმ ფურცლისაც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში, მხოლოდ 20-მდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, კიდევ ერთხელ ეს ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია. პოლიტიკური მიზანი, მათ შორის, აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, პირდაპირ გამოთქვა კიდეც, რომ თურმე "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტარის ისტორიაში," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა სტრასბურგში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. რეზოლუციის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", ასევე, ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.
კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ცარიელი დარბაზი, მუქარა, ისევ მოთხოვნა სააკაშვილის და იმ პატიმრების გათავისუფლების შესახებ, რომელთა დიდმა ნაწილმაც დანაშაული უკვე აღიარა და მოინანია. მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატების მორიგი დოკუმენტი ექსტრემიზმის წახალისებაა. მათივე თქმით, რიგით მეცხრე რეზოლუცია საქართველოზე თავდასხმის და შანტაჟის კიდევ ერთი მაგალითია.
ციტატები სტატიიდან
„მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, რომ მას ორი უკურნებელი სენი ჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციების ფასი იმ ფურცლისაც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში, მხოლოდ 20-მდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, კიდევ ერთხელ ეს ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია. პოლიტიკური მიზანი, მათ შორის, აგერ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება, პირდაპირ გამოთქვა კიდეც, რომ თურმე "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტარის ისტორიაში,“
„წევრები და მხარდამჭერები დაიხოცებიან. სიკვდილის მუქარა ახალია ევროპარლამენტარის ისტორიაში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.