პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი: სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია

ნაციონალური მოძრაობა

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას უყრის კენჭს, რასაც წინ უძღოდა დებატები ცარიელ დარბაზში. მმართველი გუნდის შეფასებით, რეზოლუცია უსაფუძვლო ბრალდებებსა და ექსტრემიზმის წახალისებას ეფუძნება.

დავით მათიკაშვილი: სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია
რუსთავი 2

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას დღეს უყრის კენჭს. პროექტის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", ასევე ევროპული თავისუფალი ალიანსის წარმომადგენლები.

კენჭისყრამდე უკვე გაიმართა დებატები - ცარიელი დარბაზი, მუქარა სანქციებით, ისევ მოთხოვნა სააკაშვილის და იმ პატიმრების გათავისუფლების შესახებ, რომელთა დიდმა ნაწილმაც დანაშაული უკვე აღიარა და მოინანია.

მმართველი გუნდის განცხადებით, ევრობიუროკრატების მორიგი რეზოლუცია ექსტრემიზმის წახალისებაა, ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკურ პატიმრებად წარმოჩენა კი მიუღებელია.

"სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ. პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში, დარბაზში, სადაც 720 დეპუტატი ეტევა ევროპარლამენტში, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

რაზე იყო საუბარი? - კვლავ მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე, კვლავ დემოკრატიის უკუსვლაზე და იმ მიმართულებებზე, რომელთაც ათასჯერ და ათიათასჯერ გავეცით ჩვენ პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული დავალება, კონკრეტული მოცემულობა - საქართველოს თავს დაესხან და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული აღმშენებლობა, ეკონომიკური პროგრესი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა მონათლონ, როგორც დემოკრატიის უკუსვლა.

ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი, თუმცა იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც ევროპარლამენტის, რომლებიც პირდაპირ სარკეში ახედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ძალებს და მკაფიოდ განსაზღვრავდნენ, მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოდავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში დებატებზე სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, ცარიელ დარბაზში, 20 დეპუტატის ფარგლებში გაჟღერდა თითიდან გამოწოვილი ბრალდებები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. რაზე იყო საუბარი? - კვლავ მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე, კვლავ დემოკრატიის უკუსვლაზე და იმ მიმართულებებზე, რომელთაც ათასჯერ და ათიათასჯერ გავეცით ჩვენ პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი მათ არ აინტერესებთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული დავალება, კონკრეტული მოცემულობა - საქართველოს თავს დაესხან და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული აღმშენებლობა, ეკონომიკური პროგრესი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა მონათლონ, როგორც დემოკრატიის უკუსვლა. ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი, თუმცა იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც ევროპარლამენტის, რომლებიც პირდაპირ სარკეში ახედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ძალებს და მკაფიოდ განსაზღვრავდნენ, მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე - ევროპარლამენტი ავ საქმეს არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის - იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები