ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აკაკი ალადაშვილი: დღეს ჩვენ კიდევ ერთი „ახალი“ რეზოლუცია ვიხილეთ და ამ რეზოლუციას წინ უძღოდა დებატები. დებატები დაარქვეს და 720 კაციან ევროპარლამენტში 20 ადამიანი იყო, სადაც გამართეს ე.წ. დებატები

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ალადაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუცია და მის წინ გამართული დებატები კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტს შინაარსობრივად ახალი არაფერი მოჰაქვს.

აკაკი ალადაშვილი: დღეს ჩვენ კიდევ ერთი „ახალი“ რეზოლუცია ვიხილეთ და ამ რეზოლუციას წინ უძღოდა დებატები. დებატები დაარქვეს და 720 კაციან ევროპარლამენტში 20 ადამიანი იყო, სადაც გამართეს ე.წ. დებატები
აკაკი ალადაშვილი: დღეს ჩვენ კიდევ ერთი „ახალი“ რეზოლუცია ვიხილეთ და ამ რეზოლუციას წინ უძღოდა დებატები. დებატები დაარქვეს და 720 კაციან ევროპარლამენტში 20 ადამიანი იყო, სადაც გამართეს ე.წ. დებატებიიმედინიუსი

დღეს ჩვენ კიდევ ერთი „ახალი“ რეზოლუცია ვიხილეთ და ამ რეზოლუციას წინ უძღოდა დებატები. დებატები დაარქვეს და 720 კაციან ევროპარლამენტში 20 ადამიანი იყო, სადაც გამართეს ე.წ. დებატები. ამის შემდეგ შემოვიდოდნენ დარბაზში, მისცემდნენ ხმას ამ ყოვლად უსამართლო რეზოლუციას და გავიდოდნენ უკან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც ხმა მისცა ამ რეზოლუციას უმეტესობა რუკაზეც ვერ იპოვის საქართველოს.

„ამ რეზოლუციის შინაარსში ახალი არაფერია, იგივე იყო ყველაფერი, რაც აქამდე. ამ დებატებში ახალი იყოს ის, რომ ევროპარლამენტარმა, რომელიც ლგბტ აქტივისტია, „ქართულ ოცნებას“ სიკვდილი უსურვა. აქაურ რადიკალებს ისევ უბიძგა ძალადობისკენ, რომელიც მათთვის უჩვეულო არ არის.

მარტა კოსმა მოგვიწოდა, რომ მოლდოვა სამაგალითოდ მიდის ევროკავშირის გზაზე, ფაქტები და რიცხვები აბსოლუტურად სხვა რამე გვანახებს, რომ რაც კი პარამეტრი არსებობს, ყველა პარამეტრში ვასწრებთ მოლდოვას. ერთადერთი, ისინი გვჯობნიან ცალ ფეხზე დგომასა და გარე დავალებების უმწიკვლოდ შესრულებაში. ისინი არ ატარებენ საკუთარი ხალხის ინტერესებს, პირველ რიგში ევრო ბიუროკრატიიდან წამოსული ინტერესებია და მხოლოდ მეორე ადგილასაა საკუთარი ხალხის ინტერესები “, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

ევროპარლამენტმა რიგით მეცხრე იდენტური შინაარსის რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტზე დებატები ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატები და რეზოლუცია უკვე შეფასდა როგორც მორიგი პოლიტიკური ხმაურის შექმნის მცდელობა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუციას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს, უსაფუძვლო ბრალდებებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა სურთ. აქცენტს აკეთებენ ქართულ ოპოზიციასთან ევრო ბიუროკრატების კავშირზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ რეზოლუციის შინაარსში ახალი არაფერია, იგივე იყო ყველაფერი, რაც აქამდე. ამ დებატებში ახალი იყოს ის, რომ ევროპარლამენტარმა, რომელიც ლგბტ აქტივისტია, „ქართულ ოცნებას“ სიკვდილი უსურვა. აქაურ რადიკალებს ისევ უბიძგა ძალადობისკენ, რომელიც მათთვის უჩვეულო არ არის. მარტა კოსმა მოგვიწოდა, რომ მოლდოვა სამაგალითოდ მიდის ევროკავშირის გზაზე, ფაქტები და რიცხვები აბსოლუტურად სხვა რამე გვანახებს, რომ რაც კი პარამეტრი არსებობს, ყველა პარამეტრში ვასწრებთ მოლდოვას. ერთადერთი, ისინი გვჯობნიან ცალ ფეხზე დგომასა და გარე დავალებების უმწიკვლოდ შესრულებაში. ისინი არ ატარებენ საკუთარი ხალხის ინტერესებს, პირველ რიგში ევრო ბიუროკრატიიდან წამოსული ინტერესებია და მხოლოდ მეორე ადგილასაა საკუთარი ხალხის ინტერესები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.