ევროკომისიის პრესსპიკერი - ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული
ევროკომისიის პრესსპიკერის, პაულა პინიოს განცხადებით, მათ იციან ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ, თუმცა ევროკავშირი მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზეა კონცენტრირებული. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების განხილვა მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაა შესაძლებელი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევის შესახებ ვიცით, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული, - ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა პაულა პინიომ განაცხადა.
„ვიცით ამ მოწვევის შესახებ, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული და მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა პაულა პინიომ.
ასევე, მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა შესაძლოა მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც უკრაინაში ცეცხლი შეწყდება.
„ეს განხილვები შესაბამის ფორმატში უნდა შედგეს, ანუ ნატო-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული მონაწილეობით. ასე რომ, ჩვენს პოზიციას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპელებს, დიპლომატიური არხებით, მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…