ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი. მისი თქმით, მმართველი გუნდის ლიდერებმა საკუთარ თავს უნდა მოჰკითხონ, რატომ დგება მათი დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში.

გიორგი შარაშიძე – საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
გიორგი შარაშიძე – საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხიპირველი არხი

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“ – ეს „ქართული ოცნების“ ცნობილი ტერმინია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები თუთიყუშუვით იმეორებენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ უარი თქვეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას მცირედით მაინც თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, რაც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ვალდებულებაა, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის „ჩალის ფასის მქონე“ იმ ორგანიზაციის რეზოლუციები, რომელში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის ქვეყანა.

„შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის, სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომლის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის, სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები