ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში

გახარია საქართველოსთვის

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებების გამო საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში აღარ არის და ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება.

გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში
გიორგი შარაშიძე – არავის უკვირს, რომ „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგშიპირველი არხი

სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის უკვირს, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება.

„სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის აღარ უკვირს, რომ საქართველო აღარ არის გაწევრიანების დღის წესრიგში. ამას „პოლიტიკო“ დაწერს თუ სხვა რომელიმე გამოცემა, ფაქტია, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება. ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობა ხდება, სადაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ფაქტიურად, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ვინმე დაელაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც კონსტიტუციის ძირითად მუხლებს, სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას უარყოფს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომლის მიხედვით, ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ოთხი ქვეყანა – მონტენეგრო, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო, ეტაპობრივ გეგმას მიიღებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, „ოცნების“ არადემოკრატიული ქმედებების და არაკანონიერი ნაბიჯების გამო, არავის აღარ უკვირს, რომ საქართველო აღარ არის გაწევრიანების დღის წესრიგში. ამას „პოლიტიკო“ დაწერს თუ სხვა რომელიმე გამოცემა, ფაქტია, ქვეყნის ღია იზოლაცია ხდება. ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობა ხდება, სადაც კონსტიტუციით გათვალისწინებული პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება იზღუდება. ფაქტიურად, დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ვინმე დაელაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რომელიც კონსტიტუციის ძირითად მუხლებს, სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას უარყოფს. ეს სამწუხარო რეალობაა“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.