პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური

შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ პარლამენტში გაჟღერებული დანაშაულის სტატისტიკა მანიპულაციურად და მტკნარ სიცრუედ შეაფასა.

ალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური
იმედინიუსი

კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური, - ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრი დეპუტატის ვიკა ფილფანის ცრუ სტატისტიკას.

„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.

სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 1804 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად ამ 1804-ში 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული“, - აღნიშნა დარახველიძემ.

გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებრივი ფორმულირებით მიაწოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოგახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები
  2. პირველი არხისამთავრობოალექსანდრე დარახველიძე – ვიკა ფილფანმა გაავრცელა სიცრუე, არის მცდელობა, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში უკონტროლო მდგომარეობაა, არ არის დაცული უსაფრთხოება, რასაც საფუძველი არ აქვს
  3. რუსთავი 2სამთავრობოალექსანდრე დარახველიძე ფილფანის განცხადებაზე: განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - მის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციურია
  4. რუსთავი 2სამთავრობომანიპულირება დანაშაულის სტატისტიკით - მმართველი გუნდი გახარიას პარტიას შსს-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორც ნაცები ავრცელებენ ნახევარსაათიან ტყუილებს, ზუსტად იმავე რეჟიმშია გადასული გახარიას პარტიაც - ლევან მაჭავარიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები