ალექსანდრე დარახველიძე ფილფანის განცხადებაზე: განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - მის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციურია
შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადება უწოდა მტკნარი სიცრუე და მანიპულაციური. დარახველიძის თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში 532 განზრახ მკვლელობის ნაცვლად დაფიქსირდა 15 ასეთი ფაქტი და 15-ვე გახსნილია, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შესახებ გავრცელებული ციფრები ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებს ასახავს.

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა სიცრუე თქვა.
"საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.
სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული", - აღნიშნა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია, მის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის - გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიგახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები
- იმედინიუსიალექსანდრე დარახველიძე: კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში და მის მიერ გაჟღერებული ციფრები იყო მანიპულაციური
- პირველი არხიალექსანდრე დარახველიძე – ვიკა ფილფანმა გაავრცელა სიცრუე, არის მცდელობა, საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში უკონტროლო მდგომარეობაა, არ არის დაცული უსაფრთხოება, რასაც საფუძველი არ აქვს
- რუსთავი 2მანიპულირება დანაშაულის სტატისტიკით - მმართველი გუნდი გახარიას პარტიას შსს-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს
ციტატები სტატიიდან
„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა. სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…