თენგიზ შარმანაშვილი ფილფანის განცხადებებზე: შსს-ს პირადად ვთხოვე სტატისტიკის გამოქვეყნება, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ ეს ხალხი ყველა თავის ნარატივს სიცრუეზე აგებს
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციონერი დეპუტატის, ვიკა ფილფანის განცხადებები გააკრიტიკეს და დეზინფორმაცია უწოდეს, რადგან მან კრიმინოგენულ მდგომარეობაზე საუბრისას პირველ კვარტლში 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი დაასახელა, მაშინ როცა რეალური მაჩვენებელი 15-ია. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს სტატისტიკის გამოქვეყნება სთხოვა, რათა დადასტურებულიყო ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიცრუე.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - "ქართული ოცნება" გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველი კვარტლში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი. რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.
ფილფანის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც, "ქართული ოცნების" შეფასებით, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პოლიტიკური სპეკულაციებია.
მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ გახარიას შინაგან საქმეტა მინისტრობის პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით, დანაშაულის რიცხვი შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი კი 40 პროცენტით გაიზარდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს სტატისტიკა გამოქვეყნება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ პირადად ვთხოვე, რომ ნარკოტიკების მიმართულებით და მკვლელობების საქმესთან დაკავშირებით, ამის გახსნადობასთან დაკავშირებით სტატისტიკა გამოექვეყნებინა, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ ეს ხალხი სიცრუეზე აგებს ყველა თავის ნარატივს, როდესაც საუბრობენ.
შეუძლიათ, შეადარონ, მათი ხელმძღვანელი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იმ ციფრებს... თუნდაც მკვლელობებთან დაკავშირებით, თუნდაც გახსნასთან, თუნდაც ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა და თუნდაც გამსაღებლების დაკავების რაოდენობასთან დაკავშირებით და ყველა კარგად მიხვდება, რომ მათი ძირითადი იარაღი არის ყველაფერი დაფუძნებული სიცრუეზე,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ პირადად ვთხოვე, რომ ნარკოტიკების მიმართულებით და მკვლელობების საქმესთან დაკავშირებით, ამის გახსნადობასთან დაკავშირებით სტატისტიკა გამოექვეყნებინა, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ ეს ხალხი სიცრუეზე აგებს ყველა თავის ნარატივს, როდესაც საუბრობენ. შეუძლიათ, შეადარონ, მათი ხელმძღვანელი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იმ ციფრებს... თუნდაც მკვლელობებთან დაკავშირებით, თუნდაც გახსნასთან, თუნდაც ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა და თუნდაც გამსაღებლების დაკავების რაოდენობასთან დაკავშირებით და ყველა კარგად მიხვდება, რომ მათი ძირითადი იარაღი არის ყველაფერი დაფუძნებული სიცრუეზე,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.