ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები

გიორგი გახარიას პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა პლენარულ სხდომაზე დანაშაულის სტატისტიკა წარადგინა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება და მონაცემების განმარტება მოჰყვა. უწყების განცხადებით, დეპუტატმა საზოგადოებას ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებრივი ფორმულირებით მიაწოდა.

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები
გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემებიიმედინიუსი

გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა საზოგადოებას დანაშაულებზე ინფორმაცია მანიპულაციური და არასამართლებრივი ფორმულირებით მიაწოდა.

„2026 წლის I კვარტალში 14,716 დანაშაული დარეგისტრირდა, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. 532 - განზრახ მკვლელობა, 1 804- ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. სამ მილიონიან ქვეყანაში 6 თვეში 532 მკვლელობა საგანგაშო რიცხვია“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, რეალობა ასეთია: 2026 წლის პირველ კვარტალში სულ რეგისტრირებულია ჯამში განზრახ მკვლელობის 15 ფაქტი, გაუფრთხილებლობით გარდაცვალება, სუიციდი, სუიციდის მცდელობა, გარდაცვალების ფაქტები, რომელიც დამატებით გამოძიებას საჭიროებს - 532 ფაქტი, 2019 წელს იყო 732 ფაქტი.

რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებს, უწყების ინფორმაციით რეალობა ასეთია: 1804 მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებას, მათ შორის როგორც მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქ დაზიანებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის ოჯახში ძალადობებს. 2019 წელს იყო 3115 ფაქტი.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, დანაშაულის საერთო რაოდენობა 2026 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 14 716 ფაქტი და გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 69.14%-ს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 17821-ს, გახსნის მაჩვენებელი კი იყო 26.36%.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2026 წლის I კვარტალში 14,716 დანაშაული დარეგისტრირდა, რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. 532 - განზრახ მკვლელობა, 1 804- ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. სამ მილიონიან ქვეყანაში 6 თვეში 532 მკვლელობა საგანგაშო რიცხვია“
ვიკა ფილფანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.