ტატა ხვედელიანი ფილფანის განცხადებაზე: ჩემი კოლეგის პოლიტიკური განცხადება ეყრდნობოდა იმ რეალობას, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაშია
პარლამენტში ვიკა ფილფანის მიერ გაკეთებულ განცხადებას კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ „ქართული ოცნების“ მხრიდან დეზინფორმაცია ეწოდა, რადგან მისი მტკიცებით პირველ კვარტალში 532 მკვლელობა მოხდა, მაშინ როცა რეალური მაჩვენებელი 15-ია. ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ კოლეგის განცხადება ქვეყანაში არსებულ რეალობას ეყრდნობოდა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ ნდობა დაბალია.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნათქვამი ტყუილები - "ქართული ოცნება" გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველი კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ნდობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არის ძალიან დაბალი.
"ჩემი კოლეგის პოლიტიკური განცხადება ეყრდნობოდა იმ რეალობას, რომელიც არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში.
ნდობა, რა თქმა უნდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არის ძალიან დაბალი, ვიკა ფილფანმა თქვა თავისი პოლიტიკური განცხადება.
ის შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. დღესდღეობით, რეალობაა ის, რაც ყოველდღიურად ქუჩებში გვხვდება - კრიმინალი გაზრდილია", - აცხადებს ტატა ხვედელიანი.
ციტატები სტატიიდან
„ჩემი კოლეგის პოლიტიკური განცხადება ეყრდნობოდა იმ რეალობას, რომელიც არის დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. ნდობა, რა თქმა უნდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ არის ძალიან დაბალი, ვიკა ფილფანმა თქვა თავისი პოლიტიკური განცხადება. ის შეეხო ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. დღესდღეობით, რეალობაა ის, რაც ყოველდღიურად ქუჩებში გვხვდება - კრიმინალი გაზრდილია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.