პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში დებატებზე სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, ცარიელ დარბაზში, 20 დეპუტატის ფარგლებში გაჟღერდა თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

ქართული ოცნება

ქართული ოცნების წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატები შეაფასა და აღნიშნა, რომ დარბაზი ცარიელი იყო, ხოლო გაჟღერებული ბრალდებები – უსაფუძვლო.

დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტში დებატებზე სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, ცარიელ დარბაზში, 20 დეპუტატის ფარგლებში გაჟღერდა თითიდან გამოწოვილი ბრალდებები
პირველი არხი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებში სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, პრაქტიკულად ცარიელი დარბაზი იყო, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო გაჟღერებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, იუკნევიჩიანე და „დაუძინებელი მეგობრები“ საქართველოსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები კვლავ აჟღერებდნენ იმ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„როგორც ჩანს, იმის რესურსიც კი არ ეყოთ ანტიქართულ ძალებს, რომ საკუთარი კოლეგები დაერწმუნებინათ და დარბაზში შემოეყვანათ, სურათი მაინც შეექმნათ, რომ ვინმეს აინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ ეს ყოვლად უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი თავდასხმა. ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ტყუილები ძალიან ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი. ქართველი ხალხი, რაც მეტად იგრძნობს საფუძველგამოცლილ თავდასხმას, მით მეტად გასცემს საკადრის პასუხს. თუმცა, იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც პირდაპირ სარკეში ახედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ძალებს და მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, საქართველო მიდის წინ და იმ სამ ქვეყანას – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო ათასჯერ უსწრებს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა, იუკნევიჩიანეს და სხვებს არ აინტერესებთ, რადგან მათი მიზანი სწორედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით მათიკაშვილი: სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე - ევროპარლამენტი ავ საქმეს არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის - იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები