ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე - ევროპარლამენტი ავ საქმეს არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის - იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს?

ქართული ოცნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციას უწოდა „უსამართლობა“ და „ორმაგი სტანდარტი“, რომელსაც მხოლოდ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავება შეუძლია.

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე - ევროპარლამენტი ავ საქმეს არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის - იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს?
დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე - ევროპარლამენტი ავ საქმეს არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის - იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს?ინტერპრესნიუსი

ევრობიუროკრატია, ევროპარლამენტი თავის გუშინ და გუშინწინდელ გაკეთებულ ავ საქმეს, ბუნებრივია, არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციის პროექტის კენჭისყრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ამ უსამართლობას, ამ ორმაგ სტანდარტს ერთადერთი შედეგი გააჩნია და ეს შედეგი არის ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავება”.

“ტყუილები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. პირველი იქნება ჩვენთან და საქართველოსთან, ასევე კონკრეტულ თანამდებობის პირებთან მიმართებით? იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჰქონდეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით არაფორმალური სანქცირება ბატონი ივანიშვილის. რამდენი წელია ეს გრძელდება. რამდენი ხანია საქართველოზე გაჩაღებული შეტევა მიდის, სადაც ერთი ბრალდებაც ვერ იქნა ჩვენს მიმართ დამტკიცებული.

დღეს იგივე გზას აგრძელებს ევრობიუროკრატია, ევროპარლამენტი ახლა თავის გუშინ და გუშინწინდელ გაკეთებულ ავსაქმეს, ბუნებრივია, არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის. საქმე იმაშია, რომ ამ უსამართლობას, ამ ორმაგ სტანდარტს ერთადერთი შედეგი გააჩნია, შედეგი არის ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავება და ეს არის ძალიან ცუდი, ცუდი, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანი არის სწორედ ევროპა. და აი, ამ უმსგავსობით, უსამართლობით და ცილისწამებით, რასაც ევროპარლამენტი და ცალკეული ევრობიუროკრატები ჩვენს მიმართ ამ გზაზე დგანან და აკეთებენ, ერთადერთი, რასაც ისინი მიაღწევენ, მიაღწევენ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო გაღრმავდება სკეპტიციზმი, რაც ნამდვილად არ არის კარგი”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ 7 ოქტომბერს გაიმართება. ევროპარლამენტში დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ უსამართლობას, ამ ორმაგ სტანდარტს ერთადერთი შედეგი გააჩნია და ეს შედეგი არის ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავება“
„ტყუილები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. პირველი იქნება ჩვენთან და საქართველოსთან, ასევე კონკრეტულ თანამდებობის პირებთან მიმართებით? იმ რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ისევ პოლიტპატიმრად არის მითითებული, რაიმე ფასი შეიძლება საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჰქონდეს? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით არაფორმალური სანქცირება ბატონი ივანიშვილის. რამდენი წელია ეს გრძელდება. რამდენი ხანია საქართველოზე გაჩაღებული შეტევა მიდის, სადაც ერთი ბრალდებაც ვერ იქნა ჩვენს მიმართ დამტკიცებული. დღეს იგივე გზას აგრძელებს ევრობიუროკრატია, ევროპარლამენტი ახლა თავის გუშინ და გუშინწინდელ გაკეთებულ ავსაქმეს, ბუნებრივია, არ უარყოფს და კვლავ იგივე გზით დადის. საქმე იმაშია, რომ ამ უსამართლობას, ამ ორმაგ სტანდარტს ერთადერთი შედეგი გააჩნია, შედეგი არის ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღრმავება და ეს არის ძალიან ცუდი, ცუდი, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი, ქართველი ხალხის არჩევანი არის სწორედ ევროპა. და აი, ამ უმსგავსობით, უსამართლობით და ცილისწამებით, რასაც ევროპარლამენტი და ცალკეული ევრობიუროკრატები ჩვენს მიმართ ამ გზაზე დგანან და აკეთებენ, ერთადერთი, რასაც ისინი მიაღწევენ, მიაღწევენ იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო გაღრმავდება სკეპტიციზმი, რაც ნამდვილად არ არის კარგი“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, იუკნევიჩიენე და საქართველოს "დაუძინებელი მეგობრები" კვლავ აჟღერებდნენ ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები