ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე

ტელეიმედი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა განაცხადი. მინისტრის თქმით, კვიპროსის კანდიდატურის გარშემო კონსენსუსი ვერ შედგა და ამჟამად საქართველო ერთადერთი განხილვადი კანდიდატია, რომლის მხარდასაჭერადაც მუშაობა გრძელდება.

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზერუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE' 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე და საქართველოს კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრა.

'დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა. საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთოს თავმჯდომარე. ჩვენ ასეთი სურვილი არასდროს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო კვიპროსის კანდიდატურის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველომ კვიპროსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა გასულ წელს ეუთოს მინისტერიალზე კვიპროსის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.

"ჩვენ კვიპროსის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით თავის დროზე, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. სამწუხაროდ, გასულ წელს მინისტერიალზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კვიპროსთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილიყო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა თურქეთის პოზიციამ. თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე. ჩვენ შეგნებულად საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით", - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს კანდიდატურას უკვე ღიად დაუჭირა მხარი სლოვაკეთმა, ხოლო არაერთი სხვა ქვეყნის პოზიცია საქართველოსთვის დახურულ კარს მიღმა ცნობილია.

"სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. ეს, რაც ხმამაღლა ითქვა და გაჟღერდა, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ, რომ ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული წევრი ქვეყნის, მონაწილე ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ჰქონდეთ ეროვნული, საკუთარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ქვეყნებს შორის, თუმცა ამის საჭიროებაც არ არის, ერთ ქვეყანასაც შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება. ასე რომ, შეუძლია ერთმა ქვეყანამ გააკეთოს ეს საქმე, თუკი ასეთი სურვილი იქნება. თუმცა არ არის ეს მარტივი. ამისთვის სერიოზული საფუძველიც უნდა არსებობდეს," - განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მხარდასაჭერად პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

"მე, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ განაცხადი თავმჯდომარეობაზე და არც ისე შორს არის ეუთოს მინისტერიალი. ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე წესით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან. საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევა, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე ქვეყანა, რომელიც საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დასახელება არ შეუძლია.

"ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთოს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მე დღეს, ამ ეტაპზე არ შემიძლია არც ერთი ქვეყნის კონკრეტულად დასახელება. არის ქვეყნები თავისი პოზიციებით, მაგრამ ერთია პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან რეგიონის არც ერთი ქვეყანა აქამდე ეუთოს თავმჯდომარე არ ყოფილა.

"ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი: არცერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან. მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს იყო ყაზახეთი, ცენტრალური აზიიდან. ორგანიზაცია ფართო რეგიონს ფარავს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის რეგიონი. ის არის ფართო რეგიონის დამფარავი ორგანიზაცია. მნიშვნელოვანი განვითარებები ხდება. საქართველო ერთგვარად შუაგულშია ამ ორგანიზაციის, ტერიტორიულად თუ შევხედავთ და ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო იმისათვის, რომ იყოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, თავის გამოწვევებით და თავის შესაძლებლობებით, რაც შეუძლია საქართველომ რომ გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის არსებობაში," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. ეს, რაც ხმამაღლა ითქვა და გაჟღერდა, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ, რომ ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული წევრი ქვეყნის, მონაწილე ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ჰქონდეთ ეროვნული, საკუთარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ქვეყნებს შორის, თუმცა ამის საჭიროებაც არ არის, ერთ ქვეყანასაც შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება. ასე რომ, შეუძლია ერთმა ქვეყანამ გააკეთოს ეს საქმე, თუკი ასეთი სურვილი იქნება. თუმცა არ არის ეს მარტივი. ამისთვის სერიოზული საფუძველიც უნდა არსებობდეს,“
„მე, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ განაცხადი თავმჯდომარეობაზე და არც ისე შორს არის ეუთოს მინისტერიალი. ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე წესით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან. საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევა, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული,“
„ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთოს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მე დღეს, ამ ეტაპზე არ შემიძლია არც ერთი ქვეყნის კონკრეტულად დასახელება. არის ქვეყნები თავისი პოზიციებით, მაგრამ ერთია პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო,“
მაკა ბოჭორიშვილი
„იმედი LIVE' 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე და საქართველოს კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრა. 'დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა. საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთოს თავმჯდომარე. ჩვენ ასეთი სურვილი არასდროს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთოს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხი“
მაკა ბოჭორიშვილი
„ჩვენ კვიპროსის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით თავის დროზე, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. სამწუხაროდ, გასულ წელს მინისტერიალზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კვიპროსთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილიყო 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა თურქეთის პოზიციამ. თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე. ჩვენ შეგნებულად საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები