მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. მისი თქმით, საქართველო განაგრძობს პარტნიორებთან მუშაობას კონსესუსის მისაღწევად და გადაწყვეტილება დეკემბერშია მოსალოდნელი.

სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე საუბრისას.
მინისტრის თქმით,ევროკავშირს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და ერთი პოზიციით იოპოზიციონერონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული მონაწილე ქვეყნის პოზიცია, შესაბამისად ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ევროვნული, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს.
"სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, როდესაც ბლოკავ ქვეყანას.ვნახოთ რა მოხდება, მე მაქვს იმედი და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ თავმჯდომარეობაზე განაცხადი. წინ გავქვს განხილვა, ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ვეცადოთ კონსესუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ აღნიშნულ საკითხზე განაცხადი მდინარე წლის იანვარში გააკეთა
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე
- რადიო თავისუფლებაEU-ს ქვეყნების ნაწილი ეუთოში საქართველოს კანდიდატურას მხარს უჭერს - ბოჭორიშვილი
ციტატები სტატიიდან
„სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, როდესაც ბლოკავ ქვეყანას.ვნახოთ რა მოხდება, მე მაქვს იმედი და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ თავმჯდომარეობაზე განაცხადი. წინ გავქვს განხილვა, ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ვეცადოთ კონსესუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…