მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ აღნიშნულ საკითხზე განაცხადი მდინარე წლის იანვარში გააკეთა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიმდინარე წლის იანვარში ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობისთვის განაცხადი გააკეთა. მისი თქმით, კვიპროსის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ შედგა და ამჟამად საქართველო ერთადერთი განხილვადი კანდიდატია, რომლის მხარდასაჭერადაც მუშაობა გრძელდება.

დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე. ჩვენ ასეთი სურვილი არასდროს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხი,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო კვიპროსის კანდიდატურის საკითხს და აღნიშნა, რომ საქართველომ კვიპროსის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, თუმცა გასულ წელს ეუთო-ს მინისტერიალზე კვიპროსის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ჩვენ კვიპროსის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით თავის დროზე, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. სამწუხაროდ, გასულ წელს მინისტერიალზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კვიპროსთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილიყო 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა თურქეთის პოზიციამ. თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე. ჩვენ შეგნებულად საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს კანდიდატურას უკვე ღიად დაუჭირა მხარი სლოვაკეთმა, ხოლო არაერთი სხვა ქვეყნის პოზიცია საქართველოსთვის დახურულ კარს მიღმა ცნობილია.
„სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ეს, რაც ხმამაღლა ითქვა და გაჟღერდა, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ, რომ ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთო-ში ფიქსირდება კონკრეტული წევრი ქვეყნის, მონაწილე ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ჰქონდეთ ეროვნული, საკუთარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ქვეყნებს შორის, თუმცა ამის საჭიროებაც არ არის, ერთ ქვეყანასაც შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება. ასე რომ, შეუძლია ერთმა ქვეყანამ გააკეთოს ეს საქმე, თუკი ასეთი სურვილი იქნება. თუმცა არ არის ეს მარტივი. ამისთვის სერიოზული საფუძველიც უნდა არსებობდეს,“ – განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მხარდასაჭერად პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდება.
„მე, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ განაცხადი თავმჯდომარეობაზე და არც ისე შორს არის ეუთოს მინისტერიალი. ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე წესით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან. საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევა, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთო-ს ფარგლებში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე ქვეყანა, რომელიც საქართველოს კანდიდატურას ბლოკავს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დასახელება არ შეუძლია.
„ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთო-ს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მე დღეს, ამ ეტაპზე არ შემიძლია არც ერთი ქვეყნის კონკრეტულად დასახელება. არის ქვეყნები თავისი პოზიციებით, მაგრამ ერთია პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან რეგიონის არც ერთი ქვეყანა აქამდე ეუთო-ს თავმჯდომარე არ ყოფილა.
„ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი: არცერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან. მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს იყო ყაზახეთი, ცენტრალური აზიიდან. ორგანიზაცია ფართო რეგიონს ფარავს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის რეგიონი. ის არის ფართო რეგიონის დამფარავი ორგანიზაცია. მნიშვნელოვანი განვითარებები ხდება. საქართველო ერთგვარად შუაგულშია ამ ორგანიზაციის, ტერიტორიულად თუ შევხედავთ და ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო იმისათვის, რომ იყოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, თავის გამოწვევებით და თავის შესაძლებლობებით, რაც შეუძლია საქართველომ რომ გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის არსებობაში,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: ევროკავშირს შეუძლია კვიპროსს დაუჭიროს მხარი, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, საქართველოა და ვერავინ აუვლის ამას გვერდს, ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ეუთოს მომავალი თავმჯდომარეობა - საქართველომ გააკეთა განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში, მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე
- რადიო თავისუფლებაEU-ს ქვეყნების ნაწილი ეუთოში საქართველოს კანდიდატურას მხარს უჭერს - ბოჭორიშვილი
ციტატები სტატიიდან
„საქართველოც არის ისეთივე სრულფასოვანი მონაწილე ქვეყანა, როგორც სხვები და მასაც აქვს უფლება ჰქონდეს სურვილი, რომ იყოს ეუთო-ს თავმჯდომარე. ჩვენ ასეთი სურვილი არასდროს გაგვიჟღერებია მას შემდეგ, რაც საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა. პირველად ხდება, როდესაც საქართველოს გარშემო მსგავსი დისკუსია არის ორგანიზაციის ფარგლებში. ამჟამად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს შვეიცარია. სულ ცოტა ხანში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს და კიდევ ერთხელ განვიხილოთ საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხი,“
„სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ეს, რაც ხმამაღლა ითქვა და გაჟღერდა, დახურულ კარს მიღმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიცია არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. რა თქმა უნდა, შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეთანხმდნენ, რომ ერთი პოზიციით იპოზიციონირონ, მაგრამ ეუთო-ში ფიქსირდება კონკრეტული წევრი ქვეყნის, მონაწილე ქვეყნის პოზიცია. შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ჰქონდეთ ეროვნული, საკუთარი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება მოხდეს გარკვეული კოორდინაცია ქვეყნებს შორის, თუმცა ამის საჭიროებაც არ არის, ერთ ქვეყანასაც შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება. ასე რომ, შეუძლია ერთმა ქვეყანამ გააკეთოს ეს საქმე, თუკი ასეთი სურვილი იქნება. თუმცა არ არის ეს მარტივი. ამისთვის სერიოზული საფუძველიც უნდა არსებობდეს,“
„მე, რა თქმა უნდა, მაქვს იმედი, სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ განაცხადი თავმჯდომარეობაზე და არც ისე შორს არის ეუთოს მინისტერიალი. ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე წესით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან. საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ ვეცადოთ კონსენსუსის მიღწევა, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთო-ს ფარგლებში. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საქართველო არის ერთადერთი ის კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით, არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება. ვიცით, რომ კვიპროსთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული,“
„ასეთი მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა ეუთო-ს ფარგლებში. ეს ჩვენ წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მე დღეს, ამ ეტაპზე არ შემიძლია არც ერთი ქვეყნის კონკრეტულად დასახელება. არის ქვეყნები თავისი პოზიციებით, მაგრამ ერთია პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მეორეა ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო,“
„ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი: არცერთი ქვეყანა ჩვენი რეგიონიდან. მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს იყო ყაზახეთი, ცენტრალური აზიიდან. ორგანიზაცია ფართო რეგიონს ფარავს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის რეგიონი. ის არის ფართო რეგიონის დამფარავი ორგანიზაცია. მნიშვნელოვანი განვითარებები ხდება. საქართველო ერთგვარად შუაგულშია ამ ორგანიზაციის, ტერიტორიულად თუ შევხედავთ და ბევრი მიმართულებით შეიძლება იყოს საქართველო საინტერესო იმისათვის, რომ იყოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, თავის გამოწვევებით და თავის შესაძლებლობებით, რაც შეუძლია საქართველომ რომ გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის არსებობაში,“
„ჩვენ კვიპროსის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით თავის დროზე, როდესაც კვიპროსმა წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. სამწუხაროდ, გასულ წელს მინისტერიალზე, როდესაც გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული კვიპროსთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილიყო 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუშალა თურქეთის პოზიციამ. თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა ამ დრომდე. ჩვენ შეგნებულად საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია არ გვიწარმოებია ამ დრომდე. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მხოლოდ სექტემბერში გავაკეთეთ რეალურად ჩვენი კანდიდატურის ოფიციალურად პრეზენტაცია, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ კვიპროსი აღარ არის ის კანდიდატი, რომლის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევის რაიმე შანსიც არსებობდეს. ევროკავშირს, რა თქმა უნდა, შეუძლია დაუჭიროს მხარი კვიპროსს, თუმცა კვიპროსთან დაკავშირებით ყველამ კარგად ვიცით, რომ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მეორე კანდიდატურა, რომელიც არის მაგიდაზე, ეს არის საქართველო და ყველას მოუწევს პოზიციის დაფიქსირება საქართველოსთან დაკავშირებით,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…