ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თანმიმდევრული და უცვლელი პოზიცია აქვს, მიუხედავად ბოლო წლებში არსებული მცდელობებისა, ქვეყნის პოზიცია სხვა კუთხით წარმოეჩინათ.

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახულირუსთავი 2

"საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია. საქართველოს პოზიცია არსად არ შეცვლილა, არც ერთ ეტაპზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ბუნებრივია, აქ საქართველოს პოზიცია ვერ იქნება განსხვავებული", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა იყო მცდელობები, რომ საქართველოს პოზიცია სხვაგვარად წარმოჩენილიყო ან საქართველოს აღნიშნული პოზიციის გაჟღერების შესაძლებლობა არ მისცემოდა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან და გავაჟღერებთ. ამაში ახალი არაფერია. ამ პოზიციით პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში და ასე გააგრძელებს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული. ბევრი მცდელობა ვიხილეთ ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკარებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს ასე ვთქვათ გარიყვის პოლიტიკაც, რაც სასაცილოა ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ არ გვქონოდა შესაძლებლობა ჩვენი პოზიციის გაჟღერების, იმისათვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ნარატივები", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავს ქმედებებს თავისი მიზეზები ჰქონდა და დღეს უკვე ნათელია, თუ რა საფრთხეების წინაშე იდგა და დგას საქართველო, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

"ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუ რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს ალბათ ამაში ეჭვი ნაკლებად შეიძლება ვინმეს შეეპაროს, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები, ვიდრე ეს დაძაბულობა არის რეგიონში და მიმდინარეობს ომი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს პოზიციონირებასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ შეექმნას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს აქვს თანმიმდევრული პოზიცია. საქართველოს პოზიცია არსად არ შეცვლილა, არც ერთ ეტაპზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ბუნებრივია, აქ საქართველოს პოზიცია ვერ იქნება განსხვავებული“
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან და გავაჟღერებთ. ამაში ახალი არაფერია. ამ პოზიციით პოზიციონირებს ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში და ასე გააგრძელებს, თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სხვა კუთხით დანახული. ბევრი მცდელობა ვიხილეთ ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკარებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს ასე ვთქვათ გარიყვის პოლიტიკაც, რაც სასაცილოა ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქართველოს ძალიან ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ არ გვქონოდა შესაძლებლობა ჩვენი პოზიციის გაჟღერების, იმისათვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ნარატივები“
„ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუ რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს ალბათ ამაში ეჭვი ნაკლებად შეიძლება ვინმეს შეეპაროს, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები, ვიდრე ეს დაძაბულობა არის რეგიონში და მიმდინარეობს ომი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს პოზიციონირებასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ შეექმნას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები