ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპაციის გამოცდილებაზე და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობაზე.

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემასიმედინიუსი

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.

„ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები