ბოჭორიშვილი: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბევრი მცდელობა ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკერებინათ - დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები, რაზედაც ვსაუბრობდით და ეს საფრთხეები არც არსად წასულა, ვიდრე რეგიონში დაძაბულობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ საქართველო მუდმივად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა ბოლო წლებში ბევრი მცდელობა იყო ქვეყნისთვის სხვადასხვა იარლიყის მიკერებისა და გარიყვის პოლიტიკის გამოყენებისთვის. მისი თქმით, რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე ქვეყანამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა თავიდან აირიდოს უსაფრთხოების დიდი გამოწვევები.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერია. თუმცა, ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან უპასუხა კითხვას - „ოპოზიციის ნარატივია, რომ „ქართული ოცნება“ უკრაინის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. საერთაშორისო დონეზე როგორ პოზიციონირებს საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის კითხვები, თუ სად დგას საქართველო ამასთან დაკავშირებით?“.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობები ბევრი ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკერებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს გარიყვის პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველოს ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ პოზიციის გაჟღერების საშუალება არ ჰქონოდა იმისთვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ის ნარატივები, რაც თქვენ ახსენეთ. საქართველოს თანმიმდევრული პოზიცია აქვს, არ შეცვლია ეს პოზიცია არცერთ ეტაპზე. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ვერ იქნება საქართველოს პოზიცია განსხვავებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერია.
თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული. ამასაც აქვს თავისი მიზეზები, არაერთხელ გვისაუბრია რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ეს საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები. ვიდრე ეს დაძაბულობა რეგიონში არის და მიმდინარეობს ომი, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები არ შეექმნას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობები ბევრი ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკერებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს გარიყვის პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველოს ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ პოზიციის გაჟღერების საშუალება არ ჰქონოდა იმისთვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ის ნარატივები, რაც თქვენ ახსენეთ. საქართველოს თანმიმდევრული პოზიცია აქვს, არ შეცვლია ეს პოზიცია არცერთ ეტაპზე. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ვერ იქნება საქართველოს პოზიცია განსხვავებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერია. თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული. ამასაც აქვს თავისი მიზეზები, არაერთხელ გვისაუბრია რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ეს საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები. ვიდრე ეს დაძაბულობა რეგიონში არის და მიმდინარეობს ომი, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენ მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები არ შეექმნას“
„ოპოზიციის ნარატივია, რომ „ქართული ოცნება“ უკრაინის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. საერთაშორისო დონეზე როგორ პოზიციონირებს საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის კითხვები, თუ სად დგას საქართველო ამასთან დაკავშირებით?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.