ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო 5 წელიწადში ბევრი მცდელობა ვიხილეთ, საქართველოსთვის სხვადასხვა იარლიყი მიეკერებინათ - დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები, რომელზეც ვსაუბრობდით და ეს საფრთხეები არსად წასულა

ქართული ოცნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ საქართველო მუდმივად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, თუმცა ბოლო წლებში ვრცელდებოდა საქართველოს მიმართ არასწორი იარლიყები და არსებობდა რეგიონული საფრთხეები, რის გამოც სიფრთხილეა საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო 5 წელიწადში ბევრი მცდელობა ვიხილეთ, საქართველოსთვის სხვადასხვა იარლიყი მიეკერებინათ - დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები, რომელზეც ვსაუბრობდით და ეს საფრთხეები არსად წასულა
მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო 5 წელიწადში ბევრი მცდელობა ვიხილეთ, საქართველოსთვის სხვადასხვა იარლიყი მიეკერებინათ - დღეს ალბათ ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ის საფრთხეები, რომელზეც ვსაუბრობდით და ეს საფრთხეები არსად წასულარუსთავი 2

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერი არ არის. თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული, - განაცხადა გადაცემაში "იმედი LIVE" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა კითხვას - "ოპოზიციის ნარატივია, რომ "ქართული ოცნება" უკრაინის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. საერთაშორისო დონეზე როგორ პოზიციონირებს საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის კითხვები, თუ სად დგას საქართველო ამასთან დაკავშირებით?".

"ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასეთი მცდელობები ბევრი ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკერებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს გარიყვის პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველოს ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ პოზიციის გაჟღერების საშუალება არ ჰქონოდა იმისთვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ის ნარატივები, რომელიც თქვენ ახსენეთ. საქართველოს თანმიმდევრული პოზიცია აქვს, არ შეცვლია ეს პოზიცია არცერთ ეტაპზე. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ვერ იქნება საქართველოს პოზიცია განსხვავებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერი არ არის.

თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული. ამასაც აქვს თავისი მიზეზები. არაერთხელ გვისაუბრია, რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს, ალბათ, ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ეს საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები, ვიდრე ეს დაძაბულობა რეგიონში არის და მიმდინარეობს ომი, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები არ შეექმნას", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ასეთი მცდელობები ბევრი ვიხილეთ, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა ტიპის იარლიყი მიეკერებინათ. ამ მცდელობების ნაწილი იყო საქართველოს გარიყვის პოლიტიკა. ფაქტია, რომ საქართველოს ბევრ ადგილას არ იწვევდნენ, რომ პოზიციის გაჟღერების საშუალება არ ჰქონოდა იმისთვის, რომ კომფორტულად ეშენებინათ ის ნარატივები, რომელიც თქვენ ახსენეთ. საქართველოს თანმიმდევრული პოზიცია აქვს, არ შეცვლია ეს პოზიცია არცერთ ეტაპზე. როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების მხარდაჭერაზე, ვერ იქნება საქართველოს პოზიცია განსხვავებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამ პოზიციას ვაჟღერებთ ყველგან, გავაჟღერებთ და ამაში ახალი არაფერი არ არის. თუმცა ბევრი მცდელობა ვნახეთ, რომ საქართველო ყოფილიყო სულ სხვა კუთხით დანახული. ამასაც აქვს თავისი მიზეზები. არაერთხელ გვისაუბრია, რა ინტერესები არსებობდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს, ალბათ, ნაკლებად შეიძლება შეეპაროს ვინმეს ეჭვი, თუ რამდენად რეალური იყო ეს საფრთხეები და არც არსად წასულა საფრთხეები, ვიდრე ეს დაძაბულობა რეგიონში არის და მიმდინარეობს ომი, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას უსაფრთხოების დიდი გამოწვევები არ შეექმნას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„უკრაინის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს. საერთაშორისო დონეზე როგორ პოზიციონირებს საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის კითხვები, თუ სად დგას საქართველო ამასთან დაკავშირებით?“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.