ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით

ქართული ოცნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან ასევე აღნიშნა საქართველოს გამოცდილება ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდითფორმულა

საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები, – ამის შესახებ "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ურყევ ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული.

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა და საქართველოს სახელით გამოსვლა. საქართველოსთვის ყირიმისა და უკრაინის საკითხი არ არის მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო წესრიგის ეროზიისა და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.

ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთო ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნისთვის. საქართველო მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულია და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.