პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის განათლების მინისტრი აქციებზე: პიროტექნიკის გამოყენება ავკრძალეთ - ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვიდეოთამაში არ არის, ეს რეალური ცხოვრებაა და პიროტექნიკით ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი

საფრანგეთში მიმდინარე აქციების ფონზე ხელისუფლებამ პიროტექნიკის გამოყენება აკრძალა; განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ბოლო კვირაში 98 მოსწავლე და 30-მდე თანამშრომელი დაშავდა.

საფრანგეთის განათლების მინისტრი აქციებზე: პიროტექნიკის გამოყენება ავკრძალეთ - ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვიდეოთამაში არ არის, ეს რეალური ცხოვრებაა და პიროტექნიკით ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი
რუსთავი 2

საფრანგეთში სოციალური პროტესტი გრძელდება. მოსწავლეები და სტუდენტები სკოლების, ლიცეუმებისა და უნივერსიტეტების ბლოკირებას განაგრძობენ. აქციებს თან ახლავს შეტაკებები და ძალადობის შემთხვევები.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 98 მოსწავლე და განათლების სფეროს 30-მდე თანამშრომელი დაშავდა.

საპასუხოდ, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება. პოლიცია სასწავლო დაწესებულებებთან კონტროლს აძლიერებს, ატარებს შემოწმებებსა და ჩხრეკას. გრძელდება დაკავებებიც.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

"პიროტექნიკის გამოყენება უკვე ავკრძალეთ. თუ მოსწავლეს სკოლაში პიროტექნიკა შეაქვს, ნიშნავს, რომ მან ის სახლიდან წამოიღო. მსგავსი შემთხვევების აღკვეთა ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ ამ პროცესში საზოგადოება უნდა ჩაერთოს. ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვიდეოთამაში არ არის, ეს რეალური ცხოვრებაა და პიროტექნიკით ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი. სკოლებში უსაფრთხოების ზომებიც გავაძლიერეთ. ვამოწმებთ მოსწავლეების ჩანთებს. კონტროლი მნიშვნელოვნად გავამკაცრეთ, რათა დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე", - განაცხადა ედუარ ჟეფრემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო ფოიერვერკების გაყიდვა დროებით აიკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები