ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი ირანის ელჩზე: ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ირანის ელჩს ქეთევან წამებულთან დაკავშირებული განცხადებების გამო შეახსენეს ქვეყნის ისტორიისა და საზოგადოების პატივისცემის აუცილებლობა. ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მაკა ბოჭორიშვილი ირანის ელჩზე: ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებობს
მაკა ბოჭორიშვილი ირანის ელჩზე: ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რომელიც ამ საზოგადოებაში არსებობსრუსთავი 2

ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეთევან წამებულთან დაკავშირებით ირანის ელჩის გზავნილზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როცა ელჩი სხვა ქვეყნის ისტორიას ეხება, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

"ფაქიზი თემაა, როცა ქვეყნის ისტორიას ეხება სხვა ქვეყნის ელჩი. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო საჯარო კომუნიკაციისას. ჩვენ ეს მას შევახსენეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ელჩათან შეხვედრაზე გაჟღერდა. ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს. დიპლომატების ქმედებები სიფრთხილეს მოითხოვს და ის არ უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაზიანებისკენ მიმართული. ჩვენ ვერ შევძლებდით ეს რომ არ შეგვეხსენებინა ირანის ელჩისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი 30 სექტემბერს დაიბარეს.

მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფაქიზი თემაა, როცა ქვეყნის ისტორიას ეხება სხვა ქვეყნის ელჩი. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო საჯარო კომუნიკაციისას. ჩვენ ეს მას შევახსენეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ელჩათან შეხვედრაზე გაჟღერდა. ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ - პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს. დიპლომატების ქმედებები სიფრთხილეს მოითხოვს და ის არ უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაზიანებისკენ მიმართული. ჩვენ ვერ შევძლებდით ეს რომ არ შეგვეხსენებინა ირანის ელჩისთვის“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.