მაკა ბოჭორიშვილი ირანის ელჩზე: ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატებს, მათ შორის ირანის ელჩს, ქვეყნის ისტორიისა და საზოგადოების პატივისცემა მართებთ. განცხადება მოჰყვა ირანის ელჩის სეიედ ალი მოჯანის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს, რის გამოც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქეთევან წამებულთან დაკავშირებით ირანის ელჩის გზავნილზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, როცა ელჩი სხვა ქვეყნის ისტორიას ეხება, მეტი სიფრთხილეა საჭირო.
"ფაქიზი თემაა, როცა ქვეყნის ისტორიას ეხება სხვა ქვეყნის ელჩი. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო საჯარო კომუნიკაციისას. ჩვენ ეს მას შევახსენეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ელჩათან შეხვედრაზე გაჟღერდა. ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს. დიპლომატების ქმედებები სიფრთხილეს მოითხოვს და ის არ უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაზიანებისკენ მიმართული. ჩვენ ვერ შევძლებდით ეს რომ არ შეგვეხსენებინა ირანის ელჩისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი 30 სექტემბერს დაიბარეს.
მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.
ციტატები სტატიიდან
„ფაქიზი თემაა, როცა ქვეყნის ისტორიას ეხება სხვა ქვეყნის ელჩი. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო საჯარო კომუნიკაციისას. ჩვენ ეს მას შევახსენეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ელჩათან შეხვედრაზე გაჟღერდა. ნებისმიერ დიპლომატს ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ირანის ელჩს, მოეთხოვება მარტივი რამ, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას, პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, საზოგადოებას, იმ განცდებს, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს. დიპლომატების ქმედებები სიფრთხილეს მოითხოვს და ის არ უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაზიანებისკენ მიმართული. ჩვენ ვერ შევძლებდით ეს რომ არ შეგვეხსენებინა ირანის ელჩისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.