ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების გამო, რომლებიც მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარესრუსთავი 2

2026 წლის 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.