სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების გამო საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებების გამო, რომლებიც, საგარეო უწყების შეფასებით, დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.
ხალხთა შორის ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ განწყობებზე ამგვარი განცხადებების უარყოფითი გავლენის ხაზგასმით, ხვთისიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ირანული მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართულ მხარეს დამატებითი ზომების მიღება არ დასჭირდეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მათმა წარმომადგენელმა ირანელ დიპლომატს შეახსენა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა საკუთარი მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარმართონ, დაიცვან საერთაშორისოდ დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა პოლიტიკური საკითხების ინტერპრეტირებისგან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…